logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ინტერესით ველოდები საპარლამენტო საქმიანობაში ჩემზე გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობას
- +

31 ივლისი. 2016. 00:10



„ქართული ოცნების" ახალმა სახემ არჩილ თალაკვაძემ „პრაიმტაიმთან" საუბარში  2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს-მ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ისე, რომ ეს არ მომხდარიყო ადამიანებზე ძალადობის ხარჯზე.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადამიანებზე ძალადობის გარეშე. ეს მოხდა არაერთი პოლიციელის გმირობისა და თავდადების ხარჯზე.

 

ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება, რომ ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენს პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად ხალხს ვემსახურებოდით.

 

რა თქმა უნდა, დიდი ინტერესითა და შემართებით ვაპირებ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წარმატებაში. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ კანონის თანახმად, დადგენილ ვადებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი უფლებამოსილება წყდება.

 

არსებობს ერთიანი გუნდი, ერთიანი ხედვა და მიზნები. საქართველოს ისტორიაში საკმარისი გაკვეთილები გვისწავლია და ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ძველ და ახალ თაობებად დაიყოფიან  და ერთმანეთს დაასუსტებენ.

 

ინტერესით ველოდები საპარლამენტო საქმიანობაში ჩემზე გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობას. თავს იმ გუნდში მოვიაზრებ, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარგვადგინა და რომელშიც ყველანი საქართველოს მხარეს ვართ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner