logo_geo
eng_logo
ვან დე გუხტი: ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უახლოვდება ახალ პიკს და საავადმყოფოები მძიმე პაციენტებითაა გადაჭედილი
- +

21 ნოემბერი. 2021. 18:50

 

 

დღეს ბელგიაში კორონავირუსის 21 502 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი. ამ მაჩვენებლით ბელგიაში ინფიცირების შემთხვევებმა გაუსწრო 2020 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელს.

 

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბელგიაში სიტუაცია საგანგაშოა და ქვეყანას მძიმე ზამთარი ელოდება.

 

„ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის განკუთვნილია 1200 საწოლი და პიკი დაფიქსირდება მაშინ, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი 800-ს მიაღწევს.

 

გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეუძლებელი იქნება პაციენტების სამკურნალოდ სხვა ევროპულ სახელმწიფოებში გადაგზავნა, რადგან მეზობელ ქვეყნებსაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა მიიღონ პაციენტები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უახლოვდება ახალ პიკს და საავადმყოფოები გადაჭედილია მძიმე პაციენტებით. გვიანია ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას ზომები, შეზღუდვები და მოერიდოს კონტაქტს. 5 დღიანი სამუშაო დღიდან სახლიდან მუშაობა აუცილებელია 4 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება სავალალო,“ - განაცხადა ბელგიის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვან დე გუხტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner