logo_geo
eng_logo
ლია რუსიაშვილი: წაუკითხეთ ბავშვებს ნათელი, კეთილი წიგნები, რათა მერე საკუთარი ნებით განაგრძონ სიწმინდისა და სიმართლის ძიება
- +

21 ნოემბერი. 2021. 19:26

 

 

მეგობრებო, წაუკითხეთ ბავშვებს ღვთივსათნო წიგნები! სანამ დროა, სანამ ჯერ კიდევ სჯერათ თქვენი, თავადვე წაუკითხეთ ნათელი, კეთილი წიგნები, რათა მერე საკუთარი ნებით განაგრძონ სიწმინდისა და სიმართლის ძიება. ხოლო, ამას თუკი დაიზარებთ მოუცლელობისა თუ დაღლილობის გამო, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ისინი თავადვე მოძებნიან სხვა წიგნებს და ვაითუ, იმ სხვებმა პროტესტი და ამბოხი დაბადონ მათ გამოუცდელ სულებში, ვაითუ, დააპირისპირონ საკუთარ თავთან და სამყაროს შემოქმედთან!“, - ამის შესახებ მწერალი, პოეტი ლია რუსიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

გახსოვთ ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში?“ რეიგანზე თავდასხმის ავტორი ჯონ ჰინკლი სწორედ ამ წიგნით იყო „შეპყრობილი“ და სხვათა შორის, მარკ ჩეპმენიც, სანამ ჯონ ლენონს ტყვიას დაახლიდა, სწორედ სელინჯერს კითხულობდა! წიგნი პოლიციამ მკვლელობის შემდეგ იქვე, ბორდიურზე აღმოაჩინა, მოგვიანებით კი, ჩეპმენი აცხადებდა, რომ ამ წიგნიდან ამოიკითხა მან ეს დავალება, რომ გამხდარიყო მკვლელი! ხოლო, არცთუ დიდი ხნის წინ კი, მსოფლიო სატანიზმის ბელადმა, კროულმა ამაყად გამოაცხადა, რომ „ჰარი პოტერის“ პირველივე წიგნის გამოსვლისთანავე სატანისტთა რიგები ოცი მილიონი გოგონათი და ყმაწვილით შეივსო!

ჰოდა, სანამ თქვენი შვილები პატარები არიან, სანამ ჯერ კიდევ გემორჩილებიან, წაუკითხეთ ქრისტიანული სულისკვეთების წიგნები, წაუკითხეთ ხმამაღლა, დაუღლელად და ისინი, მომავალში აუცილებლად მოინდომებენ სიწმინდისა და სინათლის მოძიებას- მათ ვეღარ მოერევა ნიჭიერად დაწერილი და უზნეობის და მაგიის მქადაგებელი წიგნები“, - წერს ლია რუსიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner