„ექსპრეზიდენტის ექიმს ვინც უსმენდა, დამერწმუნეთ, ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის კურორტზე გადაყვანას ითხოვდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, ვინც გისოსებს შიგნით, ასევე გისოსებს გარეთ არის, თუმცა განსასჯელის სტატუსი და პატიმრის სტატუსი აბსოლუტურად სხვა ვალდებულებებია და ის არ მოდის თანხვედრაში ასეთ „კეთილ სურვილებთან“. ისე კი, აუხდა ოცნება ექსპრეზიდენტის პირად ექიმს, რადგან ის ადგილი, სადაც ექსპრეზიდენტი, პატიმარი სააკაშვილი იხდის მსჯავრს, ნამდვილად წარმოადგენს კურორტს იმის ციხესთან შედარებით, რომელიც თვითონ შექმნა და რომელიც თვითონ დაახვედრა საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.