გივი მიქანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნების“ რუსეთის პროექტად წარმოჩენა შეცდომაა, რადგან საზოგადოება ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხედავს. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„მმართველი ძალის, როგორც ე.წ. რუსეთის პროექტის წარმოჩენა, საზოგადოების მხრიდან შეიძლება ანტაგონისტურ დამოკიდებულებას იწვევდეს. მაგრამ ზუსტად ამაშია მათი შეცდომა, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა პროცესებს ავითარებს წლიდან წლამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის უფრო და უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში“, - ამბობს მიქანაძე.