„საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში მუდმივად პრობლემების წყაროა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს რომ თავისი ზრახვები მარტივად განახორციელოს“, - ამის შესახებ, მან „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ რიტორიკით ყოველთვის აგინებდა რუსეთს, სინამდვილეში კი გააკეთეს მარტივი რამ, 2008 წლის აგვისტოს ომში, მოიქცნენ ისე, რომ რუსეთს რევანშის შესაძლებლობა მიეცა.
„ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსულ კომპანიებს. დღესაც ვხედავთ, რომ არ სჭირდება რუსეთს დიდი ძალისხმევა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ თავისი ზრახვები მარტივად განახორციელოს. სჭირდება მუდმივი არეულობა და შეუთანხმებლობა და მუდმივი პრობლემები. „ნაცმოძრაობა“ არის ამ პრობლემების მუდმივი წყარო. ამასთან, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლითაც მისცეს საშუალება რუსეთს, რომ ეთქვა - საქართველოს ხელისუფლება გვეთანხმება, რომ ომი მათ დაიწყეს,“- აღნიშნა დავითულიანმა.