logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს!
- +

31 ივლისი. 2016. 00:10

 


პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და შეწყვიტოს ე.წ. მავთულხლართების პოლიტიკა.


„რუსეთმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს! გარდა ამისა, უნდა შეწყდეს ე.წ. მავთულხლართების პოლიტიკა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოფა შემსუბუქდეს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარ ნაკვეთებზე მოყვანილი მოსავალი მაინც უპრობლემოდ აიღონ.

 

აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეც ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე დაისაჯოს. კიდევ ბევრი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და წაახალისებს ჩვენს სვლას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner