სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, კოსტავასა და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილისა და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძისა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, გროზნოს, მამრაძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ჩიტაიას, ქინქლაძის, თვალჭრელიძის, ართვინის, კაპანაძის, მიჩურინის, პალიასტომის, ფარავნის, მამარდაშვილის, კიკვიძის, როსტოვის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილისა და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კიკვიძის, მიჩურინის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდისა და ყირიმის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.