„იმედის კვირა“ იმ კამპანიით დაინტერესდა, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაა. გასული ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ არხებზე არაერთი სიუჟეტი მომზადდა, იმის დემონსტრირებისთვის, თითქოს სასამართლოს ე. წ. კლანი მართავს.
„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო სისტემას არ ჰპატიობს იმას, რომ სასამართლომ თავი არ დაუხარა ამ მოძრაობას და მოსამართლეებმა პატივი სცეს კანონსა და კონსტიტუციას. ისინი დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ“, - ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.