logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ეკონომიკას, ლარის კურსს
- +

22 ნოემბერი. 2021. 00:40

 

 

გიორგი ვოლსკის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების გადაფარვაა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

არის მთავარი მიმართულება, რომ უცხოეთის ყურადღება მიიქციონ იმით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ღირსების შემლახავი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომელიც არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელშიც საქართველოს მომავალი მოიაზრება და ა.შ. სხვათა შორის, ეს არ არის უადგილო და გაუთვლელი ნაბიჯი. მეორე მთავარი მიმართულებაა აჩვენონ ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა. ერთმანეთს რომ გადააბა ეს ორი აქცენტი არც თუ ისე უჭკუო გეგმაა არჩეული. და მესამე მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ეკონომიკას, ლარის კურსს და ამასობაში, მაგალითად ავიამიმოსვლის 96 თუ 97% აღდგენილია, 6 ახალი რეისი დაემატა და ყველა ეს თემა უნდა გადაიფაროს “, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner