logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ ამ ჯოჯოხეთში ყველაფერს მიიღებდნენ პატიმრებისგან, ეს იყო ხორცსაკეპი მანქანა
- +

22 ნოემბერი. 2021. 01:02

 

 

 

სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ ამ ჯოჯოხეთში ყველაფერს მიიღებდნენ მათგან {პატიმრებისგან} - აღიარება იქნებოდა, ქონება იქნებოდა, სხვისკენ ხელის გაშვერა თუ ნებისმიერი რამ და ამისთვის არ ერიდებოდნენ არაფერს, არანაირ მეთოდს, დაწყებული ცემა-ტყეპიდან, რაც ყოველდღიური მოვლენა იყო, დამთავრებული გაუპატიურებით, შვილის, ოჯახის წევრის დაჭერით“, - ასე აღწერს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ ვითარებას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. ამ თემაზე მან „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

 

მე მქონდა დიდი წერილი - ორი საგაზეთო გვერდი იყო, რომელსაც ერქვა „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“, სადაც {აღწერილი იყო} ყველა პროცედურას, რასაც დაკავების დღიდან პოლიციაში პატიმარი გადიოდა. მე ეს ყველაფერი პატიმრების მონაყოლიდან ვიცოდი. ხმამაღლა თუ ილაპარაკებდა, ან გაიცინებდა, რადიოს აუწევდა {პატიმარი}, მთელი საგანი ისჯებოდა. მიცვალებულებზე აბამდნენ სკოტჩით {პატიმრებს} და შეიძლება ერთი-ორი დღით და მეტიც ჰყოლოდათ {ასე}. ბევრი უკვე ინვალიდის ეტლში იჯდა და თუ ამას ვერ გაუძლებდა და გარდაიცვლებოდა, აფორმებდნენ, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა და ექიმები ყველაფერს აწერდნენ ხელს. ეს იყო ხორცსაკეპი მანქანა. ვინც გაუძლებდა ფიზიკურად და გამოვიდოდა, ის ცოცხალი კი იყო, მაგრამ მორალურად განადგურებული“, - ამბობს ნიკოლაიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner