logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: არანაირი წინასარევოლუციო განწყობა ქვეყანაში არ არსებობს
- +

22 ნოემბერი. 2021. 01:58

 

 

 

„იმედის კვირა“ პროფესორ ზაზა სოფრომაძეს გაესაუბრა, რომელმაც საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა 2003 წლის ვითარებას შეადარა. სოფრომაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში წინასარევოლუციო განწყობა არ არსებობს.

 

მართლაც ხელოვნურად შექმნილი ისტერიული განწყობებია. არანაირი წინასარევოლუციო განწყობა ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის გარკვეული ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია და თუ დავაკვირდებით, დღეს რაც ხდება, ყველა სხვა პოლიტიკური მოთხოვნა გადაწეულია მეორე პლანზე დღეს გაისმის ძირითადად ერთი მოწოდება {მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება}. როგორ უნდა გათავისუფლდეს, რა იურიდიული ჩარჩო/საფუძველი არსებობს ამისთვის - ამაზე არავინ საუბრობს. მეტსაც გეტყვით, დღეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაჩუმებულია, იმიტომ რომ სჯერა ხელისუფლების და დარწმუნებულია, რომ ასეთ უაზრო ნაბიჯს ხელისუფლება არ გადადგამს“, - ამბობს სოფრომაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner