„საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე. ჩემი გადასახედიდან, ვისაც ვიცნობ, მეტ წილს სჭირდება სიმშვიდე, უნდა შრომა და განვითარება, მათი შრომის დაფასება“, - ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ ნებიერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი აზრით, ყოველდღიური საპროტესტო აქციების პირობებში ქვეყნის წინ წასვლა შეუძლებელია და პერმანენტულ მიტინგებს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა აქვს.
„ეს გემი, რომელსაც ვაყანყალებთ ორივე მხრიდან, ერთხელაც შეიძლება ჩაიძიროს და მერე რა მოხდება? ღმერთმა დაიფაროს და ეს მიტინგები დიდ ტალღად რომ გადაიქცეს, რამდენიმედღიან ბოიკოტად? ცუდისთვის და პოლიტიკისთვის ადგილი პარლამენტშია. დასხდნენ და საგნობრივად ილაპარაკონ. ვიღაცას ჰქონია, რომ თუ ქუჩას გადაკეტავს მთავრობაზე გავღიზიანდები. არასწორი გზა არის, არასწორი მიდგომა. ეს მათ პლუსად ვერ გამოდგება“, - ამბობს ნებიერიძე.