„სანამ საქართველოში არსებობს სატელევიზიო არხები, საიდანაც არამხოლოდ კრიტიკის, არამედ ლანძღვის ნიაღვარიც მოედინება მმართველი პარტიის მიმართ, ამერიკა-ევროპაში ვერავის დაარწმუნებთ, რომ აქ ავტორიტარული რეჟიმია!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დაიმახსოვრეთ: დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება!
ეს კარგად ესმით მმართველ პარტიაში!
მართალია, ძნელად შესაგუებელი და მოსაგერიებელია ეს ღვარცოფი, მაგრამ ამ პარტიაში ნამდვილად არიან გონიერი ადამიანები, რომლებიც არასოდეს დაუშვებენ მედიის შეზღუდვას!
შესაბამისად, დღევანდელი მმართველი პარტიის ხელში ის კოზირია, რომელსაც მისი ოპონენტები თვითონ აძლევენ!“, - წერს მძინარაშვილი.