„რასაც ვუსმენ და ვუყურებ ეს ორი კვირა, მგონი მიშას თავისიანები ვნებენ ყველაზე მეტად“, - ამის შესახებ ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჯერ იყო გვაჩვენეთ ნაცემიაო- აჩვენეს. ეს რატომ გვაჩვენეთო. მერე იყო ეს ხომ დამამცირებელი მოპყრობა იყოო და მთელი ორი კვირაა იმ კადრებს ატრიალებენ ომახით.
მერე წვრილად გვამცნეს პირდაპირ ეთერში დიარეა აქვსო, ეხლა შემომხვდა კიდევ ფსიქიატრი სჭირდებაო, რა ვიცი ეს რამე ახალი ტონია? ასე რატომ იქცევიან ეს ხომ კონფიდენციალურია!
საერთოდ რომ არაფერი თქვან აჯობებს მგონი, ,ბოლობოლო პრეზიდენტი იყო და ასე სკუპულოზურად პირად საკითხზე საუბარი რა უბედურებაა!“, - წერს დუმბაძე.