ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მისი თქმით, ის აპირებს ითანამაშრომლოს ყველასთან და ანალოგიურს ურჩევს სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც.
ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება.
არჩილ ჩიქოვანი მერად არჩევამდე ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა.