გერმანიის პარლამენტში მოქალაქეებისთვის სავალდებულო იმუნიზაციის დაწესების თაობაზე დებატები მიმდინარეობს.
ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ მთავრობამ მოქალაქეებისთვის სავალდებულო იმუნიზაცია უნდა შემოიღოს.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო უნდა გახდეს იმუნიზაციისა და სრული „ლოკდაუნის“ შემოღება“, - განაცხადა ანგელა მერკელის პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენელმა, ტალმან კუბანმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე მეთოთხმეტე დღეა, რაც კოვიდინფიცირების შემთხვევები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა ასული. ზოგიერთ რეგიონში უკვე განაცხადეს საწოლფონდის ამოწურვის თაობაზე, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 100 ათასამდეა.
ცნობილია, რომ გერმანიის პარლამენტში უკვე რამდენიმე დღეა დებატები იმართება სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებითაც, რასაც „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია ეწინააღმდეგება და აქცენტს დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაზე აკეთებს.