საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 553-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 851 პირს დაუდასტურდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 21 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 357 შემთხვევა გამოვლინდა, 5 772 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა