კრისტინა აგილერას მოცეკვავეები სოციალურ ქსელებში ბათუმში გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს ავრცელებენ და თავიანთ მეგობრებს საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
აგილერას ერთ-ერთმა მოცეკვავემ ქართული სიმღერის ვიდეო რესტორანში გადაიღო და სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:
"საუკეთესო სერენადა, რაც კი ოდესმე მომისმენია. ეს ვიდეო ყველაფერს ვერ ამბობს, თქვენ იმ ოთახში უნდა ყოფილიყავით!
მათი ჰარმონიული კოლექტიური სიმღერა, საოცარი სულიერი გამოცდილება იყო. არავის გაუცნია ისინი ჩვენთვის, თუმცა ნამდვილად ვიცი, ისინი ამ სამყაროდან არ იყვნენ", - წერს აგილერას გუნდის წევრი.
შეგახსენებთ, რომ პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია. ის უკვე რამდენიმე დღეა თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად ბათუმში იმყოფება. ჯერჯერობით აგილერა პრესასთან არ გამოჩენილა.