logo_geo
eng_logo
ვინ არის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული პაშა კაშჩუკი, რომელიც უკან გააბრუნეს
- +

22 ნოემბერი. 2021. 11:45

 

 

უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი, იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, სააკაშვილის თანაგუნდელი, უკრაინაში მყოფი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა და Facebook-პოსტში პაშა კაშჩუკს ბოდიში მოუხადა.

 

პაშა კაშჩუკი, ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. ამავე წყაროს თანახმად, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის - „მგლების“ მებრძოლებიც.

 

კაშჩუკს Facebook-გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის ავტობლოგერი, უკრაინელი მოხალისე, ორგანიზაცია Combat-ua-ს დამფუძნებელი, რომელსაც ღია წყაროებში გასამხედროებული ტიპის ორგანიზაციად მოიხსენიებენ. ამავე ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია უკრაინის სპეციალური ძალების დასახმარებლად შეიქმნა.

 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner