logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს
- +

22 ნოემბერი. 2021. 11:46

 

 

„ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშავონ, არიან დაკავებული ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე ჩვენ დამატებით საუბარი გვექნება მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ პასუხისმგებლობის საკითხს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner