logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა
- +

22 ნოემბერი. 2021. 12:16

 

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვა იყო.

 

„საერთო ჯამში, იმ 50 დღის განმავლობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მე-12 და შემდეგ მე-18 დაწესებულებაში გაატარა, არ ყოფილა არცერთი წუთი, როცა მას არ მიეღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში ყოფნას თუ მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის მიდგომა, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გაწირა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის დეპუტატებს წირავდა, ვინც მის გამო შიმშილობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი საკითხი იყო ამ გადაწყვეტილების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner