logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისტერია მოაწყვეს, მიზანი მისი გათავისუფლება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა
- +

22 ნოემბერი. 2021. 12:16

 

 

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამდგარი სასჯელი უნდა აღსრულდეს. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურება“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,

 

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილი ყოველთვის სათანადო სამედიცინო მომსახურებას იღებდა და პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციები ხდება.

 

„მიხეილ სააკაშვილი როცა იმყოფებოდა მე-12 და მე-18 დაწესებულებებში, თუ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, არც ერთი წუთი არ ყოფილა, როცა მას რაიმე სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და არ მიეწოდა. ანუ, ყველა ამ დაწესებულებაში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებდა. საუბარი იყო შესაძლო გართულებებზე და მსგავსი რამ არ დამდგარა. ვხვდებით, რომ სხვადასხვა ვერსიის გახმოვანება გაგრძელებაა კამპანიის – „თავისუფლება მიშას“, რომ რამენაირად, მისი გათავისუფლება მოხდეს. ამას მისი პარტიის ლიდერები არც მალავენ.

 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამდგარი სასჯელი უნდა აღსრულდეს. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურება. მისი ყველა დღე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მომსახურებას იღებდა. პარტიის ლიდერების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ მანიპულაციებს. საზოგადოებაში მის ჯანმრთელობაზე ისტერიაც მოაწყვეს, საუბრობდნენ, რომ წუთი-წუთზე ტრაგედია უნდა მომხდარიყო და ვხედავდით, რომ ეს იყო მანიპულაცია, რითაც საზოგადოებაში ისტერიას იწვევდნენ. ამის მიზანია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა, რაც იყო საქართველოში მისი ჩამოსვლის საფუძველი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წელია, აღსრულებას ელოდებოდა. ახლა ეს განაჩენი აღსრულების პროცესშია და არავინ დაუშვებს, რომ არ აღსრულდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner