logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მისასალმებელია პრემიერის მიერ აზარტული თამაშების რეგულაციისკენ გადადგმული ნაბიჯი
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:09

 

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

 

მივესალმები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა იზრდებოდა. მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რომლებიც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა იგეგმება, მეორე ეტაპზე კი - საერთოდ აკრძალვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner