logo_geo
eng_logo
კავთისხევის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:19

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასრულდა კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

არხის რეაბილიტაცია  ინდ/მეწარმე დავით კოშაძემ   ჩაატარა. გაიწმინდა არსებული არხი, ჩალაგდა რკინაბეტონის ღარები, არხის ბოლოს კი მოეწყო მილხიდი.

 

სარწყავი არხი სამ სოფელს - კავთისხევს, თვლადსა და ეზატს ემსახურება.

 

რეაბილიტირებული არხი, სამი სოფლის მოსახლეობას არსებული ფართობების გასრწყავებას და მოსავლის მოყვანის  საშუალებას მისცემს.

 

მოსახლეობა კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner