logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებული ახალი პოლიტიკური ხედვა შრომის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ღირსების აღდგენას ემსახურება
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:47

 

 

„სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და აქამდე მოუგვარებელი პრობლემების წელში გადატეხვით დაიწყო პრემიერ მინისტრმა ორშაბათი დღე. მეტი ასეთი კვირის დასაწყისი და მორალური და იდეური სიმტკიცე ჩვენს პრემიერს, უკეთესი ხვალინდელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს, რაც მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებული ახალი პოლიტიკური ხედვა შრომის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ღირსების აღდგენას ემსახურება. საწყის ეტაპზე დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის შენარჩუნებით 300 000-ზე მეტ შრომისუნარიან მოქალაქეს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა - შრომისუნარიანი მოქალაქეები ღირსეულ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან. სათამაშო ბიზნესის მიმართულებით განისაზღვრა მკაცრი, მკაფიო პოლიტიკა - შემოდის აუცილებელი შეზღუდვები, რათა ახალგაზრდებს შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ ონლაინ კაზინოებზე და ლუდომანიის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდეს. საწყის ეტაპზე აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე აიწევს. შემდგომ ეტაპზე აიკრძალება ონლაინ-კაზინოები.

 

ასევე, იმისათვის, რომ ქართულ ეკონომიკაში მეტი თანხები დარჩეს გაიზრდება ონლაინ კაზინოების დაბეგვრის მექანიზმები. პრემიერის ინიციატივით, გამკაცრდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა და იგი პირადად გააკონტროლებს აღსრულების პროცესს. სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და აქამდე მოუგვარებელი პრობლემების წელში გადატეხვით დაიწყო პრემიერ მინისტრმა ორშაბათი დღე. მეტი ასეთი კვირის დასაწყისი და მორალური და იდეური სიმტკიცე ჩვენს პრემიერს, უკეთესი ხვალინდელი საქართველოსთვის“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner