logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „დემოკრატიის სამიტზე“ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი, ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ფარგლებში პრემიერი, ხოლო NATO-ს მინისტერიალზე ჩავა ზალკალიანი - ეს არის მოკლე პასუხი შეკითხვებზე, სად არის ღარიბაშვილი
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:49

 

 

„ჩვეული პირდაპირობით, პრემიერმა ბრძანა: „მე ვწყვეტ პატიმარ სააკაშვილზე საუბარს და გადავდივარ ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე". რამდენიმე მათგანი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა“, -  ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ საკითხებს.

 

„ჩვეული პირდაპირობით („ნაცურ“ ენაზე - „ხისტად“), პრემიერმა ბრძანა: „მე ვწყვეტ პატიმარ სააკაშვილზე საუბარს და გადავდივარ ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე“. რამდენიმე მათგანი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა: გამოცხადებულია სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორიასთან მიმართებით, სოციალური პოლიტიკის ოპტიმიზაციის პროცესი, მათ რიგებში მაქსიმალური რაოდენობის შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ლუდომანიის შეზღუდვის და უცხოური ონლაინ-კაზინოების ანგარიშზე კოლოსალური თანხების გადინების შეჩერების, და ამავდროულად მათი დაბეგვრის მექანიზმების გადახედვის (ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ) მიზნით - გაცემული იქნა შესაბამისი დავალებები ნარკომანიასთან ბრძოლის ფარგლებში, ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების სფეროში არსებული მოუწესრიგებლობის აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდა კონკრეტული ნაბიჯები ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში, განათლების სამინისტროს მიეცა დავალება, აღნიშნულ პროცესში გააქტიურდეს პროფტექნიკური განათლების კომპონენტი ეკონომიკური ზრდის წლევანდელი დამაკმაყოფილებელი ტემპის ფონზე, მთავრობას მიეცა დავალება ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავების თაობაზე საგარეო მიმართულებით გადაწყდა, რომ: 10 დეკემბრის „დემოკრატიის სამიტზე“, ჯო ბაიდენის მოწვევით მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ფარგლებში - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1-2 დეკემბერს NATO-ს მინისტერიალზე ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის მოკლე პასუხი შეკითხვებზე: სად არის ღარიბაშვილი, სად არის საქართველო საერთაშორისო რადარებზე და სად არის მთავრობა და რას აპირებს. ხოლო სად არის ოპოზიცია ყოველივე ამის ფონზე - ამ კითხვაზე ლიტერატურულ ენაზე პასუხი ძნელად თუ მოიძებნება“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner