logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ და ეს გამოიხატა დღეს პრემიერის გამოსვლაში
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:53

 

 

„პოლიტიკურად და სოციალურად დაძაბული წლის მიწურულს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩვეული ენერგიულობით შესთავაზა საზოგადოებას ამ უმტკივნეულეს სფეროში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომავალი თაობისათვის, რათა ისინი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესებით!“ - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს.

 

„რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ. და ეს გამოიხატა დღეს პრემიერის გამოსვლაში. სადაც ღარიბაშვილმა ჩვეული პირდაპირობით და მოურიდებლობით განაცხადა! რომ საქართველოში უახლოეს მომავალში განსაზღვრულია ე.წ. ონლაინ კაზინოების თავდაპირველად მაღალი გადასახადებით დაბეგვრა, მასში 25 წლამდე ახალგაზრდების არ დაშვება და საბოლოოდ მათი აკრძალვა! ყოველივე უდავოდ მისასალმებელია, ვინაიდან ამ ტიპის ბიზნესის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის მილიარდ ნახევარი ლარი ძირითადად 99% კი სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეთა ჯიბეებიდან! ამის ნიადაგზე შემდეგ ქვეყანაში ხდება სხვადასხვა დანაშაულები, უსიამოვნებები, ოჯახების ნგრევა სუიციდები!

 

უდავოდ საყურადღებოა პრემიერის ინიციატივა აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით. რაც გამოწვეულია ქვეყანაში ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის უაღრესად ლიბერალიზაციით! ამ მხრივ აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება და პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობა, რასაც უპირობოდ გვიანონსებს ქვეყნის პირველი პირი! ამრიგად, პოლიტიკურად და სოციალურად დაძაბული წლის მიწურულს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩვეული ენერგიულობით შესთავაზა საზოგადოებას ამ უმტკივნეულეს სფეროში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომავალი თაობისათვის, რათა ისინი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესებით!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner