logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივა გაახმიანა, უმთავრესი სოციალურად დაუცველთა ახალი პროგრამაა
- +

22 ნოემბერი. 2021. 13:54

 

 

„მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გაუჩნდებათ პერსპექტივა, მოტივაცია, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ამ პროგრამაში ჩაერთვებიან პროფესიული სასწავლებლებიც, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შემუშავდება რამდენიმეკვირიანი პროგრამები. ახლა არ დამიწყოთ რაღაც „მსჯელობები“. ვისაც არ მოგწონთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა თქვა, ანი წითლიძეს და გირჩ ჯაფარას დაელოდეთ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს.

 

„დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივა გაახმიანა. უმთავრესი სოციალურად დაუცველთა ახალი პროგრამაა. ჩემს ირგვლივ მყოფი უამრავი ადამიანისთვის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ასეთი ხედვა, უეჭველად დიდი ნაბიჯი იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად: დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალურ დახმარებას მოუხსნის. სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებულია - მზადდება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენს ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები.

 

უნდა შეიქმნას ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, დამატებით რომ შეძლონ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო ადგილები. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. პრემიერის ინიციატივაა, რომ ეს ახალი პროგრამა ამოქმედდეს უკვე იანვრიდან და ეს პროგრამა მთლიანად რეალობას შეცვლის და შრომის ახალი კულტურა ჩამოყალიბდება. მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გაუჩნდებათ პერსპექტივა, მოტივაცია, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ამ პროგრამაში ჩაერთვებიან პროფესიული სასწავლებლებიც, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შემუშავდება რამდენიმეკვირიანი პროგრამები. ახლა არ დამიწყოთ რაღაც „მსჯელობები“. ვისაც არ მოგწონთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა თქვა, ანი წითლიძეს და გირჩ ჯაფარას დაელოდეთ“, - წერს Facebook-ზე გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner