logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: არ არსებობს რაიმე სახის საერთაშორისო ფორუმი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყოს მიწვეული ან არ მონაწილეობდეს
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:13

 

 

„აქეთ მოსახლეობას ატყუებენ რადარებიდან გაქრა საქართველო, კურსი იცვალა, რუსეთის რელსებზე დადგაო, არადა, ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებენ“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს საქართველოს არასწორი კურსი აქვს არჩეული.

 

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ რამდენადაც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია საქართველოს სახელი გასვაროს საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ფაქტები სულ სხვას ამბობენ და არ არსებობს რაიმე სახის საერთაშორისო ფორუმი, სადაც საქართველო არ მონაწილეობდეს.

 

„წვალობენ ქვეყნის ოპონენტები, წერილებს წერილებზე აგზავნიან, უჩივიან სახელმწიფოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ ლობისტებთან იქნებ რამენაირად გასვარონ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში. აქეთ მოსახლეობას ატყუებენ რადარებიდან გაქრა საქართველო, კურსი იცვალა, რუსეთის რელსებზე დადგაო, არადა ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებენ: არ არსებობს რაიმე სახის საერთაშორისო ფორუმი სადაც ან საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყოს მიწვეული ან არ მონაწილეობდეს. რა ვქნათ, ფაქტები ასეა და აღქმებით ილუზიებით კი ისევ რადიკალური ოპოზიცია თუ გააგრძელებს ცხოვრებას“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner