logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მთლიანად გასაზიარებელია პრემიერ ღარიბაშვილის ხედვა, რომელიც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:46

 

 

„დღეს, ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 9 თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, ეკონომიკის წინაპანდემიურ დონემდე აღდგენასთან ერთად, შემდგომი ზრდის კარგ პერსპექტივებს უზრუნველყოფს“, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.

 

ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რაც შეეხება სოციალურ დაუცველთა პროგრამას, მისცემთ მოტივაციას, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და შემოსავლების მიღებას.

 

„დღეს, ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 9 თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, ეკონომიკის წინაპანდემიურ დონემდე აღდგენასთან ერთად, შემდგომი ზრდის კარგ პერსპექტივებს უზრუნველყოფს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. მაგრამ იმისათვის, რათა ჩვენ გადავიდეთ ინკლუზიური და მდგრადი ზრდის კონცეფციაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში, კიდევ უფრო აქტუალურია მთავრობის მხრიდან ეკონომიკის რეალური სექტორის და პირველ რიგში მრეწველობის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, როგორც სამუშაო ძალის სტიმულირების, ისე არსებული სოციალური პროგრამების გადასინჯვით.

 

ადრეც აღმინიშნავს, რომ სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, არსებული სოციალური პროგრამები მოძველებული იყო და ერთგვარ ხელისშემშლელ ფაქტორადაც გვევლინებოდა, კონკურენტული სამუშაო ძალის ფორმირებაში, იქმნებოდა სერიოზული დეფიციტი თვით ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზეც კი, რაც ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს ინვესტორებთანაც და საბოლოოდ ისევ ბიზნესგარემოზე აისახებოდა ნეგატიურად.

 

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საჭიროა მისი იმგვარად დაკორექტირება, რომ შრომისუნარიან მოქალაქეებში მუშაობის მოტივაციის არა დაქვეითება, არამედ წახალისება გამოიწვიოს. მთლიანად გასაზიარებელია პრემიერ ღარიბაშვილის ხედვა, რომელიც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სოციალური პოლიტიკის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობაა, რომ არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ შრომისუნარიანი მოსახლეობა შეაჩვია უმუშევრობით პარაზიტირებას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება.

 

სწორედ ამიტომ, სოციალური პოლიტიკის ოპტიმიზაცია იმგვარად მოხდება, რომ წახალისდეს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების მოტივაცია, რომ დასაქმდნენ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ. გარდა იმისა, რომ არ გამოიწვევს სოციალურად დაუცველის სტატუსის დაკარგვას, 300 000-ზე მეტ მოქალაქეს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობას, სხვადასხვა მოთხოვნადი სპეციალობების მიხედვით, მათი პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებით, ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში გადატანასთან ერთად, დემოგრაფიული საკითხის დარეგულირებას და მდგრადი ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner