logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საერთაშორისო ასპარეზზე სასოწარკვეთილი ნაცსექტისა და მისი პატიმარი ბელადის საქართველოს მტრობის მცდელობებმა რომ აზრი დაკარგა, კიდევ ერთხელ დადასტურდა
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:50

 

 

„მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ საერთაშორისო ვიზიტებს ეხმიანება.

 

საერთაშორისო ასპარეზზე სასოწარკვეთილი ნაცსექტისა და მისი პატიმარი ბელადის საქართველოს მტრობის მცდელობებმა რომ აზრი დაკარგა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა. 30 ნოემბერს-1 დეკემბერს, ბრიუსელში, ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) პრემიერების შეხვედრა გაიმართება. 1-2 დეკემბერს ნატო-ს მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტისგან მიღებული მოსაწვევით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენის დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას (მსჯავრდებული სააკაშვილის სამარცხვინო ღია წერილი რომ არავის აინტერესებს, ფაქტია). 15 დეკემბერს პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს facebook-ზე ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner