„საქართველოს სჭირდება დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე, ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.
ღუდუშაურის თქმით, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დასაქმებით საკუთარი თავი და ოჯახი თავად უზრუნველყონ.
„ჯობია, ადამიანს თევზის მიცემის ნაცვლად, თევზის დაჭერის შესაძლებლობა მივცეთ. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც ერთი მხრივ, აქვთ შესაძლებლობა, უნარი და კომპეტენცია თვითრეალიზაციის შედეგად საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა შეძლონ, მათთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის პრინციპი, რომ მივცეთ ყველა ასეთ პირს დახმარება.
საქართველოს სჭირდება დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე, ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე. ამიტომ, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ამ საქმის გამოძახილი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.