logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს და ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად
- +

7 მარტი. 2016. 13:39


პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ერთად ყოფნის ერთ ეტაპს ასრულებენ - კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით და მეორე მხრივ, ემზადებიან მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს ორი ეტაპი კი, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.



„ჩვენ, ერთი მხრივ, ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს - კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით და მეორე მხრივ, ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად.

პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად.

გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელი იყო და უახლოეს ხანებში ამის თაობაზე იქნება მეტი სიცხადე, რომელიც სჭირდება კოალიციას, ქვეყანას, პარტიებს და ყველას.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფორმატში, როდესაც ჩვენ ვართ სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული, გვაკისრია სახელმწიფო პასუხისმგებლობა ჩვენს თანამდებობებზე, ამიტომ არანაირმა განსჯამ მომავლის თაობაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს მიმდინარე საკითხების საქმიან განხილვას და სწორი გადაწყეტილებების მიღებას.

 

ვინც ამ თემაზე ძალიან ნერვიულობს, მინდა მოიკრიბოს ძალა და ღონე, იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება მეტი სანერვიულო გაუჩნდეს ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მეტი თემა იქნება განხილული, შეჯერებული და ეს არის ნორმალური, მრავალპარტიული ცხოვრება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner