logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: უმთავრესი, რაზეც ახლა ვმუშაობთ და დასკვნით ეტაპზე ვართ, არის ავარიული სახლების პრობლემა
- +

22 ნოემბერი. 2021. 15:51

 

 

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მერის რანგში პირველ სამუშაო დღეს არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანაქალაქელებს, ბათუმელებს. თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებითა და აქტივობით, რაც პირველ რიგში გვაკისრებს პასუხისმგებლობას ვემსახუროთ ჩვენს თანაქალაქელებს, ბათუმელებს და ბათუმის საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი დავალება და პირველი მოწოდება მოქალაქეებთან ურთიერთობის ნაწილში, იქნება მეტი გამჭვირვალობა, მათ მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების დროული განხილვა, რაზედაც უშუალო კონტროლი განხორციელდება როგორც სამსახურების ხელმძღვანელებს, ასევე პირადად ჩემი მხრიდან.

 

ამჟამად, უმთავრესი, რაზეც ახლა ვმუშაობთ და დასკვნით ეტაპზე ვართ, არის ავარიული სახლების პრობლემა. სწრაფად უნდა დავიწყოთ პროგრამის განხორციელება და განხორციელებასთან ერთად, ვავალებ არქიტექტურის სამსახურსა და ყველა შესაბამის პასუხისმგებელ პირს, ე.წ. საბჭოური ტიპის შენობა-ნაგებობების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები იქნეს გადახედილი და ამავდროულად, ამორტიზებულ ან მილევადი ექსპლუატაციის მქონე ვადის შენობა-ნაგებობებზე, არ იქნეს გაცემული ახალი ნებართვები დაშენებებზე, აივნის მიშენებებზე, ფასადზე ჩარევებზე და ა.შ. შესაბამისი საექსპერტო კვლევებისა და დასკვნების გარეშე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ განცხადებების განხილვა, რომლებიც ბოლო პერიოდში პროგრამის დაანონსებასთან ერთად შემოვიდა. სწრაფად უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნების მიღება, მათი სისტემატიზაცია და პროგრამის შემდგომი განხორციელება“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner