logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ძალიან, ძალიან მაგარი ინიციატივებია! დროული და სწორია სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს კონტროლის საკუთარ თავზე აღება
- +

22 ნოემბერი. 2021. 16:00

 

 

„აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და ამ ადამიანებს დაანახვოს რეალური შანსი - საკუთარი პოტენციალის გამოვლენის. შრომით ბაზარზე 300 000 ადამიანი დიდი რესურსია. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც ეკონომიკური ჩართულობისთვის, ასევე საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს.

 

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა გააჟღერა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რითაც უფრო მეტი პოტენციალის გამოვლენის შანსს მისცემს მოსახლეობას და ღირსეულ ანაზღაურებას.

 

„ძალიან, ძალიან მაგარი ინიციატივებია! ონლაინ თამაშები და ზოგადად „გემბლინგის“ დაურეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც 15 წლის წინანდელი ფორმალობაა და რეალურ მექანიზმს ვერ ფლობს, სფეროს კონტროლის ქმნის ეკონომიკურ, ასევე სოციალურ პრობლემებს. მილიარდ 500 ათასი ლარის გადინებასაც, რომ თავი დავანებოთ, ამ უკონტროლო „თამაშებმა“ არაერთ ახალგაზრდას გაუმრუდა გზა და დააავადა ისეთი საშინელი სენით, როგორიც  „ლუდომანიაა“.

 

დროული და სწორია სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს კონტროლის, საკუთარ თავზე აღება. 600 000 სოციალურად დაუცველი, რომელთაგანაც უმეტესობა შრომისუნარიანი და სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე არ დასაქმდებიან (სოცდახმარების დაკარგვის შიშით). აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და ამ ადამიანებს დაანახვოს რეალური შანსი - საკუთარი პოტენციალის გამოვლენის. შრომით ბაზარზე 300 000 ადამიანი დიდი რესურსია. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც ეკონომიკური ჩართულობისთვის, ასევე საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რაც გაათავისუფლებს საქართველოს ბიუჯეტს ზედმეტი ხარჯისგან და 300 000 ოჯახი (მინიმუმ) მიიღებს ღირსეულ ჯამაგირს საკუთარი შრომის შესაბამისად“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner