logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: სასწაულებრივად მაგარია Black Sea Arena!
- +

31 ივლისი. 2016. 01:10


 

"სასწაულებრივად მაგარია Black Sea Arena! ნებისმიერ მაგარ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი რამ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანირაძე წერს და საქართველოს ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილს Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის მადლობას უხდის.


"ეს ნამდვილი არენაა, თითქმის სტადიონი, მრავალფუნქციური, ტექნოლოგიურად უმაღლესი დონის, მარტივად შესასვლელი და გამოსასვლელი ყოველგვარი ჭეჭყვის გარეშე... გაშლილი, გრილი და სასიამოვნო ატმოსფერო... გრანდიოზული სცენა და რაც აშკარად ჩანდა X' tina-აშკარად მოსწონდა აქაურობა.

 

 

მე გულით მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი საჩუქრისთვის, რაც საქართველოს გადასცა უანგაროდ და ვინც ამ სიკეთეს აფასებთ შეგიძლიათ შემომიერთდეთ.

 

 

როგორ არ ვთქვა, ორი სამი ადამიანი დავინახე მინიმუმ 5 წელია ბიძინას და "ქართული ოცნების" მიმართ შხამს და გესლს რომ ანთხევდნენ და ანთხევენ დღესაც... შესანიშნავად ირგებდნენ არენასაც და ამ დიდებულ წარმოდგენას. ალალი იყოს თქვენზეც. ამ ქვეყანას ჩვენ მარტო "ქართული ოცნების" მომხრეებისთვის არ ვაშენებთ. იქნებ და ერთ დღეს ღმერთმა თქვენც გაგინათოთ გონება და ამოგიყვანოთ ჭაობიდან...

 

ჩვენ კი გავაგრძელებთ შენებას!" - წერს კვაჭანტირაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner