logo_geo
eng_logo
გონიო-კვარიათში სარეკრეაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

22 ნოემბერი. 2021. 17:51

 

 

გონიოს დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ახლადარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ქვაფენილისა და ბორდიურების მონტაჟი. მიმდინარეობს საბაღე სკამების განთავსება და საპარკინგე სივრცის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია გარეგანათების მოწყობა. სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება.

 

პარალელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აფსაროსის მე-3 შესახვევში. პროექტის ფარგლებში, ასევე ხორციელდება ანდრია პირველწოდებულის მე-2 შესახვევის რეაბილიტაცია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner