logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო: როგორც კი პუტინი და ნავალნი მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას, მე ტიხანოვსკაიას დაველაპარაკები
- +

22 ნოემბერი. 2021. 18:39

 

 

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციასთან მოლაპარაკების გამართვის რჩევა არ მიუცია“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

 

„მისმინეთ, ვლადიმირ პუტინს არაფერი ურჩევია. აი, ახლა, ერთ საათზე მეტხანს ვესაუბრე და მისგან რჩევა არ მომისმენია. პარალელის გავლება შემიძლია – როგორც კი პუტინი და ნავალნი დასხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მაშინვე დავიწყებ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან მოლაპარაკებას“, – განაცხადა მან.

 

კითხვაზე, სურს თუ არა, პუტინი და ნავალნი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნავალნი კორუმპირებული ადამიანია და პუტინი არასოდეს დაჯდება მასთან სასაუბროდ.

 

„იმის გამო, რომ ის არ არის ოპოზიციონერი, ის არის რუსეთის ინტერესების მოღალატე“, – ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner