„დღეს მესამე კრიტიკული დღე დავამთავრეთ. ყველა ექიმი და თავად პაციენტიც, კმაყოფილები ვართ. დღეს კალორაჟი და კვება ოდნავ გაფართოვდა კიდეც. თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა საჭირო ანალიზი ტარდება.
„შიმშილის მარკერები ნორმალურია. როგორც იქნა, უკვე ცილამაც დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან დაკვირვების სტადიაზე გადავდივართ. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს. რაციონში შევიტანთ სხვადასხვა პროდუქტს. თავს უკეთ გრძნობს, სისუსტე ნუ გაგიკვირდებათ. სისუსტე რჩება, მაგრამ ისეთი აღარაა, როგორიც, დავუშვათ, შაბათს რომ იყო. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ შიმშილობის შემდეგ, ადამიანი ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ამიტომ, ნელ-ნელა, ყველაფერი უნდა ალაგდეს“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.