logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ალვის ხე, მოუწევს ამ რეალობას გაუსწოროს თვალი
- +

22 ნოემბერი. 2021. 20:42

 

 

„მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და გაუსწოროს თვალი, ეს არის დემოკრატია“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ალუდა ღუდუშაური „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვის შესახებ.

 

მისი თქმით, ონლაინ კაზინოები აკრძალულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ღუდუშაურის შეფასებით, ეს კარგი ინიციატივაა.

 

„ოპონენტები, ვინც აქამდე კონკრეტულ გეგმასაც კი სახავდნენ, როგორ უნდა აკრძალულიყო ეს, დღეს ჩემდა გასაოცრად ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებაშიც კი ცდილობენ, რომ რაიმე ისეთი იპოვონ, რომელიც არ მოუტანს არც პოლიტიკურ დივიდენტებს და მითუმეტეს, ჩრდილს ვერ მიაყენებენ ასეთ კარგ ინიციატივას. არაერთ ქვეყანაში ეს არის აკრძალული და ეს ძალიან კარგად იციან. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში, როგორ შეიძლება ეს აიკრძალოს, ამის გადაზღვევა და ჩაკეტვაც სავსებით არის შესაძლებელი - ესეც კარგად იციან, უბრალოდ აქ მოცემულობა არის შემდეგი: რა უყონ ადამიანებმა იმ სუბიექტურ მეს, რომელსაც ვერაფრით ვერ გადააბიჯეს და ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საინტერესო, საჭირო რეგულაცია. ჰოი საოცრებაც, როგორც ჩანს, აქაც კი, გამოჩნდნენ ადამიანები. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულად იმართება, აქ საუბარი არ არის პროცენტნახევრიანი, ან გნებავთ სამპროცენტიანი პარტია რას იტყვის, აქ არის გადამწყვეტი ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ამიტომ, მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და გუასწოროს თვალი, ეს არის დემოკრატია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner