logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია
- +

22 ნოემბერი. 2021. 22:01

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა „დასავლეთთან დაშორების“ შესახებ სიცრუეა:

 

„ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა „დასავლეთთან დაშორების“ შესახებ სიცრუეა. სინამდვილეში: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა 2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner