logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიხეილ სააკაშვილზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, შეხვედრაზე დამატებითი კითხვები აღარ გაჩენილა
- +

22 ნოემბერი. 2021. 22:22

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა, სადაც მხარეებმა ადამიანის უფლებების საკითხებზე ილაპარაკეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობის შემდგომ მკურნალობის თემაც განიხილეს.

 

„შევხვდით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს. ქალბატონი დუნია მიატოვიჩი მუშაობს ადამიანის უფლებების მიმართულებით და საუბრის მთავარი თემაც ეს იყო. შევეხეთ იმ მოვლენებსაც რაც უკავშირდება სააკაშვილის პატიმრობას და მის მკურნალობას შიმშილობის შემდეგ. ყველა დეტალთან დაკავშირებით მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ქალბატონი დუნია თავადაც იყო ინფორმირებული დეტალებზე და ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციაც მიეწოდა ყველა ასპექტთან დაკავშირებით. ჩვენი დისკუსია და დიალოგი საკმაოდ ამომწურავი იყო. შეხვედრაზე დამატებითი კითხვები აღარ გაჩენილა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner