„ყოველ წელს 23 ნოემბერს, ერთი ოჯახი ისევ კვდება, ჩვენი ქვეყანა კი ისევ გლოვობს!!! 23 ნოემბერს ბუტა მოკლეს!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში წერს.
„17 წლის წინ დედამ სახლიდან გაუშვა შვილი და მაგის მერე ყოველ დღე მის სუნთქვას ეძებს.
ცხოვრება ერთადერთი შვილის გარეშე, ყველაზე სასტიკი ამქვეყნიური განსაცდელია, რომელსაც გმირობა სჭირდება!
სიმართლე - ერთადერთი ნუგეშია!
გულწრფელობა - ერთადერთი გზა თანაზიარების!
ყოველ წელს 23 ნოემბერს, ერთი ოჯახი ისევ კვდება, ჩვენი ქვეყანა კი ისევ გლოვობს!!!
23 ნოემბერს ბუტა მოკლეს!“, - წერს გამრეკელი.