logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი 2012-2016 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტის წევრი იყო
- +

23 ნოემბერი. 2021. 00:06

 

 

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი 2012-2016 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტის წევრი იყო, თუმცა მისი საჯარო გამოსვლები საზოგადოებას არ უნახავს.

 

ამ საკითხზე საუბრობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც ეხმიანება ნიკოლოს ყიფშიძის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ის პოლიტიკურად არაანგაჟირებულია.

 

“სააკაშვილის ექიმი ალბათ ყველას გახსოვთ, ვინმე ნიკოლოზ ყიფშიძე, ერთი ავანტიურისტი, პოლიტიკოსსა და ექიმს შორის გაჭედილი ადამიანი. რომლის მიმართ ჩემი პატივისცემა ასაკით იწყება და ასაკითვე სრულდება.

 

რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გადავადდება და მისი მკურნალობა არა საავადმყოფოში, არამედ სხვა ადგილზე მოხდება.

 

ბატონო ნიკოლოზ, თქვენ გავიწყდებათ, რომ სააკაშვილი პირველ რიგში პატიმარია, შემდეგ პაციენტი და არა პირიქით. საინტერესო იყო ყიფშიძის ფრაზა, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ერთი პოლიტიკურად არაანგაჟირებული ადამიანი ვითხოვო. ბოდიში მოიხადეთ ტყუილისთვის, რას ჰქვია პოლიტიკურად არაანგაჟირებული ადამიანი?

 

თქვენი წარსული გავიწყდებათ? 2012 წელს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თქვენ არ იყავით? რომელიც პარლამენტში (2012 წლიდან 2016 წლამდე) ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდით, ასევე თქვენ ბიოგრაფიაში გარკვევით გიწერიათ, რომ ხართ ექიმი და პოლიტიკოსი. ექიმობანას თამაშს თავი დაანებეთ, ექიმის ხალათს მიღმა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანს ვერ დამალავთ”, – წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner