logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია, განვითარებულ ქვეყანაში, მას სოფლის გამგებლად არ აირჩევდნენ
- +

23 ნოემბერი. 2021. 00:17

 

 

„განვითარებულ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილს სოფლის გამგებლადაც არ აირჩევდნენ, ის პროფესიონალი აფერისტია“, - ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიამ 2012 წელს, ტელეკომპანია “მაესტრო”-ს გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა, როდესაც ციხე ახალი დატოვებული ჰქონდა და იმდენად იყო დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და სხეულის მდგომარეობა, რომ სკამზეც კი ვერ ახერხებდა დაჯდომას, რის გამოც მთელი გადაცემის განმავლობაში ის ფეხზე იდგა.

 

“საქართველოში სააკაშვილს ხმა მისცა 97-მა პროცენტმა. საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, ცხოვრებისეული, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ანალიზის უნარი,  მას სოფლის გამგებლადაც კი არ აირჩევდა და ვისაც ეს უნარი ჰქონდა და შეეძლო, სამწუხაროდ ეს იყო მოსახლეობის უმცირესობა, მას არც აურჩევია სააკაშვილი, მაგრამ ძალიან ბევრმა დაიჯერა, მანაც ძალიან ოსტატურად ითამაშა მოსახლეობის ემოციებზე, წინა ხელისუფლების მიმართ გაბატონებულ ანტიპატიებზე, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია”,– ამბობდა ცოტნე გამსახურდია 2012 წელს, გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

 

 

ამავე გადაცემაში ცოტნე გამსახურდიამ ისაუბრა ციხეში არსებულ პირობებზე, იმაზე, თუ როგორ არ აქცევდნენ ყურადღებას მისი ჯანმრთელობიას გაუარესებას, როგორ ადგენდნენ ყალბ აქტებს, თითქოს, შიმშილობის პერიოდში ის უარს ამბობდა სამედიცინო დახმარებაზე და ა.შ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner