logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: აზრზე მოდით ხალხნო, კაზინოებმა დაღუპა და დააქცია მთელი საქართველო...
- +

23 ნოემბერი. 2021. 00:48

 

 

ონლაინ კაზინოების მუშაობის გამკაცრებასა და შემდეგ აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას,  ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„დიახ, მხარს ვუჭერ, პრემიერის ამ ინიციატივას, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მოსაგვარებელი საკითხია....

ყველას, ვისაც მოგწონთ, თუ არ მოგწონთ, ეს ღირსეული და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი, ნამდვილად მხარი უნდა დაუჭიროთ, ამ მართლაცდა, საჭირო და აუცილებელ ცვლილებას და ინიციატივას...

პ.ს. ისე, ახლახანს ფბ-ში, გახარიას რტოდაფურჩქნული ქალები, რაღაც სისულელეებს წერდნენ, ეს ცვლილება, პრემიერის მხრიდან, კრახის გადაფარვის მცდელობააო, არადა, რომელ კრახზეა ლაპარაკი, გახარია რომ გაბანძდა, ფსკერზეც რომ არ ჩანს და გაუჩინარდა, თუ უშნოდ მიგდებულ-მიტოვებული ფეის-სპიკერები რომ დაურჩა გახჩოს დაუპურებელი? მოკლედ რაა, იმდენად დაბნელებული აქვთ გონება, ამ უზნეო დედაკაცებს, რომ დაავიწყდათ, შვილები რომ ეზრდებათ და მათ მომავალზეც კი ირიბად, რატომღაც ფანკლუბის გავლით რომ  რეაგირებენხოლმე... აზრზე მოდით ხალხნო, კაზინოებმა დაღუპა და დააქცია მთელი საქართველო. უკაცრავად და ბოდიში, იმ მედიასთან, ვინც კაზიონოების გაპიარებითა და სისხლიანი ფულებით იკვებებით... თქვენთან ბოდიში "კოლეგებო"!.“, - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner