logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა დონის უნდა იყო, შენი ბაბუის სახელობის საავადმყოფოს აღსადგენად ფონდმა "ქართუმ" ამოდენა თანხა გამოგიყოს და ფულიც გაფლანგო, საავადმყოფოც გაძარცვო...
- +

23 ნოემბერი. 2021. 00:29

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გაფლანგული 50 მლნ ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2006 (!) წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაკეთებლად გამოჰყო.

მოიკლავენ თავს ნაცმოძრაობისთვის, აბა რას იზამენ? ნახეთ ხომ ქრონიკის სიუჟეტი?

გაიძარცვა საავადმყოფოს. ინვენტარი, მოწყობილობები, მ.შ. ფერადი ლითონები. 1000 საწოლი შემცირდა 80-მდე.

რა დონის უნდა იყო, შენი ბაბუის (პაპის) სახელობის საავადმყოფოს აღსადგენად ფონდმა "ქართუმ" ამოდენა თანხა გამოგიყოს და ფულიც გაფლანგო, საავადმყოფოც გაძარცვო...

კალოიანი ყიფშიძის მოადგილე ყოფილა და არაფერი გამიგიაო, ამბობს.

ხომ ხვდებით რამდენს ხარჯავდა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში. გაიხსენეთ ხანგრძილივი პერიოდის განმავლობაში ჯარის და პოლიციის აღჭურვა, მათი, ასევე საჯარო სექტორის სახელფასო უზრუნველყოფა და უამრავი სხვა.

აგერ კიდევ ერთი მსხვილი ქველმოქმედება, 50 მლნ ლარი, რომელიც უბრალოდ აიღეს და მიითვისეს. ამ თაღლითობაში ბობოლა ტიპები რომ იქნებიდნენ ჩართული, ეჭვი ეპარება ვინმეს?

დღეს საწოლფონდი 350 საწოლამდეა გაზრდილი და იგეგმება კიდევ უფრო გაზრდა“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner