logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება
- +

23 ნოემბერი. 2021. 01:54

 

 

„ეს არის ინდივიდუალური და ორგანიზმზე დამოკიდებული. საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა საკუთრივ, სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებში არის რეაბილიტაციის პერიოდი. რომ მოხდეს ის პოტენციური დაზიანებების და გართულებები აღდგენა, რაც შიმშილობის პერიოდში მიიღო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მან ასევე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ დაბალანაზღაურებადიანი სამუშაო პირობების შემთხვევაშიც კი, მოქალაქე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ეს სოციალური დახმარებაა.

 

„რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება. ამ ორი წლის განმავლობაში 3400-მა ადამიანმა მინიმუმ 10-ჯერ მეტი დოვლათი შექმნა, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა მათში. ერთი ათთან კოეფიციენტის ხარჯეფექტურია ხანგრძლივ პერსპექტივაში. როგორ უნდა დაასაქმოს: არა ნეპოტიზმით, ნაცნობ-მეგობრობით და საჯარო სექტორით. 2014 წელს დაიწყო პირველი ნაბიჯები - დასაქმების ფორუმები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა შესწავლა მოთხოვნადი პროფესიების და განათლების სამინისტრომ გააკეთა გადამზადების კურსები, რომლითაც უფასოდ გადამზადდებოდნენ ეს ადამიანები. ანუ, მოთხოვნადი პროფესიები წინასწარ განვუსაზღვრეთ და მივეცით ამის შესაძლებლობები - ეს იგულისხმება აქტიურ დასაქმებაში“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner