logo_geo
eng_logo
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

23 ნოემბერი. 2021. 02:09

 

 

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ სასაზღვრო სამსახურმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

 

„კვირას, 21 ნოემბერს პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთს 346 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო სამსახურმა 58 პირს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინა. საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სამი პირია დაკავებული, სირიის ორი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner